11 h.
მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს
თბილისს უნდა მოვუწოდოთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად. კანონები, რომლებიც თავისი ბუნებით რეპრესიულია, გაწვეულ იქნას. ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია მას დაეხმაროს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს. მისი თქმით, “ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინ რეფორმების სიმბოლო იყო, ახლა კორუფციაში, რეპრესიებში, პოლიტიკურ ძალადობაში იხრჩობა”. […]